Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიის არჩევნებში ლიბერალები ლიდერობენ


ჰოლანდიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა მემარჯვენე-ცენტრისტულმა, ლიბერალურმა სახალხო პარტიამ. დათვლილია ბიულეტენების 95 პროცენტზე მეტი, და ამ პარტიას 150 ადგილიან პარლამენტში 31 ადგილი აქვს - ერთი მანდატით უფრო მეტი, ვიდრე ლეიბორისტებს. ანტი-ისლამურმა თავისუფლების პარტიამ - რომელსაც გეერტ ვილდერსი უდგას სათავეში - პოზიციები გაიმყარა და 24 მანდატით მესამე ადგილზე გავიდა. პრემიერ-მინისტრ იან პეტერ ბალკენენდეს ქრისტიან-დემოკრატები დამარცხდნენ - ისინი მეოთხე ადგილზე გავიდნენ 21 მანდატით. ბალკენენდემ უკვე დატოვა პარტიის ლიდერის პოსტი. წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემები ეკონომიკა და იმიგრაციასთან დაკავშირებული შეშფოთება იყო. შეკითხვას, აპირებს თუ არა ვილდერსის პარტიასთან კოალიციაში შესვლას, გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, მარკ რუტემ უპასუხა: „არც ერთ პარტიას არ გამოვრიცხავო.“
XS
SM
MD
LG