Accessibility links

logo-print

სამინისტრო: სანქციები გავლენას არ იქონიებს რუსეთის მიერ ირანისთვის რაკეტების მიყიდვაზე


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გაეროს მიერ ირანისთვის ბირთვული პროგრამის გამო ახალი სანქციების დაწესება მოსკოვს არ ავალდებულებს უარი თქვას ირანისთვის ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტების მიყიდვაზე. ამ განცხადებით სამინისტროს წარმომადგენელი, ანდრეი ნესტერენკო გამოვიდა - მან უპასუხა მანამდე გავრცელებულ ცნობებს, თითქოს მოსკოვი აპირებდა შეეჩერებინა ირანისთვის S-300-ს ტიპის რაკეტების მიყიდვის შესახებ კონტრაქტი. პარალელურად, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს, თუკი გაეროს სანქციები რუსეთის კომპანიებს ან ინდივიდებს ცალკე სანქციებს დაუწესებს. რუსეთი უკვე დიდი ხანია ირანს იარაღით ამარაგებს. S-300-ს ტიპის რაკეტებთან დაკავშირებული შეთანხმება განსაკუთრებით საფრთხილოა, ვინაიდან ზოგიერთი დასავლური ქვეყანა შიშობს, რომ ირანს ამ რაკეტების გამოყენება თავისი ბირთვული ობიექტების საჰაერო თავდასხმისგან დასაცავად შეეძლება.
XS
SM
MD
LG