Accessibility links

მალხაზ გულაშვილს და მის ვაჟს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს


თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა გაზეთ ”ჯორჯიან-თაიმსის” გამომცემელ მალხაზ გულაშვილის და მისი ვაჟის.მალხაზ და დავით გულაშვილების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აღიძრა. მაისში ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი, ვაჟთან ერთად ჩავიდა ცხინვალში, საიდანაც მოგვიანებით რუსეთში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG