Accessibility links

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ავღანეთში სამხედრო ბაზაზე ვიზიტის გაუქმება მოუხდა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი დღეს იძულებული გახდა, გაეუქმებინა ვიზიტი სამხრეთ ავღანეთში მდებარე ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე ინფორმაციის გამო, რომ მასზე თავდასხმის მოწყობის საფრთხე არსებობდა. კამერონის თანაშემწეები მიუთითებენ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე, რომელთა საფუძველზეც დაასკვნეს, რომ მეამბოხეებისთვის შესაძლოა, ცნობილი ყოფილიყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ამბავი, რის გამოც ისინი რეაგირებისთვის ეზადებოდნენ. საქმე ეხება პრემიერ-მინისტრის რანგში კამერონის პირველ ვიზიტს ავღანეთში. მან ქაბულში პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან შეხვედრის შემდეგ, ქალაქ ლაშკარ გაჰში მოინახულა სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი, რომელიც ბრიტანეთის მიერ არის დაფინანსებული.
XS
SM
MD
LG