Accessibility links

logo-print

დემეტრაშვილი: ვენეციის კომისიას კონსტიტუციის პროექტის ინგლისური თარგმანის შესწორებული ვარიანტი გაეგზავნება


გავრცელებული ინფორმაციით, ვენეციის კომისიას კონსტიტუციის პროექტის ინგლისური თარგმანის შესწორებულ ვარიანტი გადაეგზავნება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით. დემეტრაშვილის განცხადება უკავშირდება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ქართულ და ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ ინგლისურ ვერსიებს შორის სხვაობაა. დემეტრაშვილის თქმით, თარგმანში მოხდა გაურკვევლობა, თუმცა ეს გამოსწორდება.
დემეტრაშვილი იმედოვნებს, რომ ცვლილებები და დამატებები, რომლებიც შევა კონსტიტუციაში, 2013 წლამდე ამოქმედდება.
XS
SM
MD
LG