Accessibility links

დღეს ვლადიმირ პუტინი ნიკოლა სარკოზის ხვდება


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი საფრანგეთში ვიზიტს განაგრძობს. ის პარიზში გუშინ საღამოს ჩავიდა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ფიონს შეხვდა. დღეს პუტინი პრეზიდენტ სარკოზის შეხვდება. საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები, წინასწარი ინფრომაციით შეეხება თანამშრომლობას ენერგეტიკის, კოსმოსისა და ავიაციის სფეროებში, აგრეთვე რუსეთის მცდელობას შეიძინოს საფრანგეთის ”მისტრალის” კლასის სამხედრო გემი. დღესვე რუსეთის პრემიერ-მინისტრი პარიზში ხუთდღიან რუსულ გამოფენას გახსნის.
XS
SM
MD
LG