Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპ კროული: "საქართველოს საკითხში რუსეთთან კვლავაც გვაქვს უთანხმოება"


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ კროულის განცხადებით, ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობაში საქართველოს საკითხი კვლავინდებურად იწვევს უთანხმოებას, თუმცა არ წარმოადგენს ამ ურთიერთობის შემაფერხებელ ფაქტორს. 10 ივნისს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე კროულიმ აღნიშნა, რომ საქართველო „წაგება-მოგების პოზიციიდან განსახილველი ასპექტი არ არის“. „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ რუსეთთან უამრავ საკითხზე", - დასძინა კროულიმ. – „ჩავრთეთ ხელახალი ჩატვირთვის ღილაკი და კმაყოფილები ვართ პროგრესით, რომელსაც რუსეთთან თანამშრომლობაში მივაღწიეთ.“ ამასთანავე, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის კვლავაც არსებობს უთანხმოება იმის გამო, რაც ორიოდე წლის წინ საქართველოში მოხდა, უფრო კი იმის გამო, „როგორ აღიქვამს რუსეთი თავის უფლებებსა და პასუხისმგებლობებს რეგიონში და, აგრეთვე, როგორ აღვიქვამთ ჩვენ საქართველოს უფლებებსა და პასუხისმგებლობებს რეგიონში.“
XS
SM
MD
LG