Accessibility links

logo-print

საქართველოში არსებულ სიტუაციას ვაშინგტონი თავისი საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობად მიიჩნევს


საქართველოში არსებულ სიტუაციას აშშ-ის ადმინისტრაცია თავისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ წარუმატებლობად მიიჩნევს - ამის შესახებ ვაშინგტონში, პიტერსონის ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფროხების საბჭოში რუსეთის და ევრაზიის საქმეთა დირექტორმა მაიკლ მაკფოლმა. მისი თქმით, საქართველოში რუსული ოკუპაციის მშვიდობიანი გზით დასრულება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიზანია, თუმცა, არსებობს სხვა მიზნებიც. მათ შორის მაკფოლმა დაასახელა საქართველოს და მთლიანად რეგიონის სტაბილურობა, ეკონომიკური აღმავლობა და საქართველოში დემოკრატიის განმტკიცება. ამასთან, მან აღიარა, რომ ამ მთავარი მიზნების მისაღწევად პროგრესი ჯერჯერობით არ არსებობს. მაიკლ მაკფოლის განცხადებით, აშშ-ს მიზნების მისაღწევად აქვს სტრატეგია, რომელსაც ახორციელებს და მის განხილვას პრეზიდენტ მედვედევთანაც განაგრძობს. მაკფოლმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია მზად არის განიხილოს ნებისმიერი წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დამოუკიდებლობის და დემოკრატიის განმტკიცების მიზნის გაცილებით წარმატებულ რეალიზაციას.
XS
SM
MD
LG