Accessibility links

logo-print

რუსეთის პრემიერმა დაასრულა საფრანგეთში თავისი ვიზიტი


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრით დაასრულა ამ ქვეყანაში თავისი ორდღიანი ვიზიტი. გუშინ პუტინი პარიზში შეხვდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს ფრანსუა ფიონს. ფრანგ ლიდერებთან მოლაპარაკებები შეეხო ორი ქვეყნის ეკონომიკურსა და სამეცნიერო თანამშრომლობას, კერძოდ ენერგეტიკის, კოსმოსური კვლევისა და ავიაციის სფეროებში. გარდა ამისა, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პარიზში რუსეთის ეროვნული გამოფენას გახსნაში და შეხვდა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ჟაკ შირაკს.
XS
SM
MD
LG