Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ აფრიკაში გაიხსნა ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი


სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში საზეიმოდ გაიხსნა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირი. გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა ვერ მიიღო ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა და აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლის ლეგენდამ, 91 წლის ნელსონ მანდელამ, რომლის 13 წლის შვილთაშვილი ზენანი გუშინ საღამოს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ტურნირი ზუსტად ერთ თვეს გასტანს - მსოფლიოს ახალი ჩემპიონის ვინაობას 11 ივლისს შევიტყობთ.
XS
SM
MD
LG