Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსავი: "პროტესტი მშვიდობიანი მეთოდებით გაგრძელდება"


ირანის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მირ ჰოსენი მუსავიმ, დღეს ირანის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების ერთი წლისთავზე, გაავრცელა განცხადება, რომ „პროტესტი მშვიდობიანი“ მეთოდებით გაგრძელდება.

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ოპოზიციის მომხრეები, ნუ გავლენ ქუჩაში დღეს, ქვეყნის საპრეზიდენტო - სადავო არჩევნების ერთი წლისთავის აღსანიშნავად. გვარდიის მაღალი რანგის მეთაურმა, რეზა ფარზანემ განაცხადა, რომ ყოველგვარ პროტესტს „სრული ძალით“ აღვუდგებით წინო. ირანიდან დღეს საპროტესო გამოსვლების შესახებ არ იუწყებიან. ქუჩებში სიმშვიდე მოჰყვა ოპოზიციის ორი მთავარი ლიდერის, მირჰოსეინ მუსავის და მეჰდი ქარუბის მიერ ადრე დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლების გაუქმებას, შესაძლებელი ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG