Accessibility links

logo-print

ინგლისელი ფეხბურთელები აშშ-ის ნაკრებთან მატჩში ფრეს დასჯერდნენ


სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე პირველი სენსაციით აღინიშნა: ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, ინგლისის ეროვნული გუნდი ფრეს (1:1) დასჯერდა აშშ-ის ნაკრებთან შეხვედრაში. ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა ინგლისელმა ჯერარდმა, ხოლო მე-40 წუთზე დემპსიმ, ისარგებლა რა მეტოქის მეკარე გრინის უხეში შეცდომით, საპასუხო გოლი გაიტანა. ინგლისისა და აშშ-ის გუნდები C ჯგუფში ასპარეზობენ. შაბათს ორი შეხვედრა გაიმართა B ჯგუფში: სამხრეთ კორეის ნაკრებმა დაამარცხა საბერძნეთის ეროვნული გუნდი (2:0), ხოლო არგენტინელებმა ნიგერიელებს სძლიეს (1:0).
XS
SM
MD
LG