Accessibility links

logo-print

ისლამისტმა ექსტრემისტებმა ფეხბურთის ყურებისთვის ორი ადამიანი მოკლეს


სომალიში ისლამისტმა ექსტრემისტებმა მოკლეს ორი და დააპატიმრეს ათი ფეხბურთის ქომაგი, რომლებიც ტელევიზიით, მალულად ადევნებდნენ თვალს მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრას არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებ გუნდებს შორის. ამის შესახებ იუწყება სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (AIPS-ის) ოფიციალური ვებგვერდი. მკვლელობა მოხდა სომალის დედაქალაქ მოგადიშუს ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბან ჰურუვააში. თვითმხილველთა ცნობით, კბილებამდე შეიარაღებული ისლამისტები თავს დაესხნენ სახლს, სადაც რამდენიმე ათეული ფეხბურთის მოყვარული მალულად უყურებდა ტელერეპორტაჟს სამხრეთ აფრიკიდან. ფეხბურთის თამაში და ყურება აკრძალულია სომალის იმ რაიონებში, რომლებსაც ისლამისტები აკონტროლებენ. ისლამისტთა ლიდერის, შეიხ მოჰამედ აბუ აბდალას განცხადებით, დაკავებულებმა ისლამური კანონი დაარღვიეს და მათ ამავე კანონის მიხედვით დასჯიან.
XS
SM
MD
LG