Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის სამხრეთში ეთნიკური დაპირისპირების შესაჩერებლად დამატებითი ჯარი გაგზავნეს


ყირგიზეთის გარდამავალმა მთავრობამ დამატებითი ჯარი გაგზავნა ქვეყნის სამხრეთში, რათა ბოლო მოეღოს ეთნიკურ ნიადაგზე სისხლიან შეტაკებებს. ეს ნაბიჯი მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, იარაღის გამოყენების ნება დართოს ჯარს. ყირგიზებსა და უზბეკებს შორის სამდღიანი დაპირიპირების დროს, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და ათასამდე დაშავდა. ინციდენტები მოხდა ქალაქებში, ოშშსა და ჯალალაბადში. დღეს იუწყებოდნენ, რომ ოშში, სადაც 24 საათიანი კომენდატის საათი მოქმედებს, შედარებით სიმშვიდეა. სროლა გრძელდება ჯალალაბადში. ორი ეთნოსის წარმომადგენლებმა დღეს დაზავების მიზნით შეხვედრა დაიწყეს. უზბეკეთის განცხადებით, ათეულ ათასობით უზბეკი ყირგიზეთს ტოვებს.
XS
SM
MD
LG