Accessibility links

logo-print

აშშ „ბრიტიშ პეტროლეუმისგან“ მოითხოვს შეაჩეროს ნავთობის ჩაღვრა მექსიკის ყურეში


აშშ-ის მთავრობამ გააძლიერა ზეწოლა „ბრიტიშ პეტროლეუმზე“, რათა გააკეთოს მეტი მექსიკის ყურის ფსკერზე ნავთობის ჩაღვრის შესაჩერებლად. აშშ-ის სანაპირო დაცვის ადმირალმა, ჯეიმს უოტსონმა მოუწოდა ბრიტანეთის ენერგოგოლიათს, 48 საათის განმავლობაში დასახოს ახალი გზები ნავთობის დინების შესაჩერებლად. წერილში ნათქვამია, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები არ არიან კმაყოფილი „ბი-პის“ მცდელობით, შეაჩეროს ნავთობის დინება, რამაც უკვე დააბინძურა ამერიკის ოთხი შტატის, ლუიზიანის, მისისიპის, ალაბამისა და ფლორიდის სანაპიროები. ეს ამერიკის ისტორიაში უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფაა.
XS
SM
MD
LG