Accessibility links

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ცენტრისტულ-მემარჯვენე ძალებმა გაიმარჯვეს


სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური მონაცემებით, ცენტრისტულ-მემარჯვენე ძალებმა მოიპოვეს საპარლამენტო უმრავლესობა. ეს მათ უფლებას აძლევს შექმნან მმართველი კოალიცია და ახალი მთავრობა. თითქმის საბოლოო შედეგების თანახმად, პრემიერ- მინისტრ რობერტ ფიკოს მემარცხენე პარტიამ, მართალია მოიგო ხმათა უმრავლესობა, 35 პროცენტი, ის მაინც ვერ შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის ქონას, რადგან ოპოზიციურ ცენტისტულ-მემარჯვენე ძალებს, ეთნიკურ უნგრელთა პარტიასთან ერთად, პარლამენტში მეტი მანდატი ექნებათ.
XS
SM
MD
LG