Accessibility links

ახალი პარლამენტის პირველი სხდომის წინა დღეს ბაღდადში აფეთქებები მოხდა


ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში, აფეთქებების სერიის შედეგად არაერთი ადამიანი დაიხოცა. ერაყის ცენტრალური ბანკის შესასვლელთან აფეთქებას შეეწირა 12 პირი, 40 დაშავდა. პოლიციის თქმით, აფეთქებები რვა წუთიანი ინტერვალით მოხდა. ეს თავდასხმები წინ უძღოდა ხვალისთვის დაგეგმილ, ერაყის ახალი პარლამენტის პირველ სხდომას.
XS
SM
MD
LG