Accessibility links

logo-print

ირანმა განაცხადა, რომ ტერორისტულ გაერთიანებას მიაკვლია


ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ამ ქვეყნის დაზვერვამ მიაკვლია ტერორისტულ ქსელს, რომელმაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დახოცა და არაერთი დააშავა ბოლო თვეებში. „ირნას“ თანახმად, დააკავეს 13 პირი, ამოღებულია 500 კილოგრმი ასაფეთქებელი ნივთიერება. ჯგუფის დასახელებას არ იუწყებიან. დღევანდელ ცნობებში წაიკითხავთ, რომ ჯგუფს კავშირი ჰქონდა უცხოეთის დაზვერვის სამსახურებთან და დაკავებული პირები დასავლეთ ირანში აქტიურობდნენ. ამ არეალში ირანი ქურთ სეპარატისტებს ებრძვის.
XS
SM
MD
LG