Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთი: ყირგიზეთიდან ათეულათასობით უზბეკი ლტოლვილი გაურბის ძალადობას


უზბეკეთის განცხადებით, ათეულ ათასობით უზბეკი ლტოლვილი გარბის ყირგიზეთიდან, ამ ქვეყნის სამხრეთში სისხლიანი ეთნიკური შეტაკებების შედეგად. ყირგიზებსა და უზბეკებს შორის სამდღიანი დაპირიპირების დროს, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და ათასამდე დაშავდა.
ყირგიზეთის გარდამავალმა მთავრობამ დამატებითი ჯარი გაგზავნა ქვეყნის სამხრეთში, რათა ბოლო მოეღოს ეთნიკურ ნიადაგზე სისხლიან შეტაკებებს. ეს ნაბიჯი მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, იარაღის გამოყენების ნება დართოს ჯარს. ინციდენტები მოხდა ქალაქებში, ოშშსა და ჯალალაბადში.
„ამნესტი ინტერნეშნლმა“ ყირგიზეთის მთავრობას მოუწოდა, დაიცვას ეთნიკური უზბეკური უმცირესობა რასისტული ძალადობისგან და მეზობელ ქვეყნებს მიმართა თხოვნით, გახსნან საზღვრები ლტოლვილთათვის.
„ინტერფაქსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთმა დამატებითი ჯარი გააგზავნა ყირგიზეთში, რათა თავისი სამხედრო ბაზის უსაფრთხოება უზრუნველჰყოს. ეს ცნობა ჯერ-ჯერობით არ დადასტურებულა.
XS
SM
MD
LG