Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობა ბათუმში მიემგზავრება


საპარლამენტო უმრავლესობა სამდღიან გასვლით სხდომას მართავს. უმრავლესობის წევრები დღეს ბათუმს ეწვევიან. გასვლითი სხდომის ფარგლებში დეპუტატები აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან და ადგილობრივ პრობლემებს განიხილავენ. ბათუმშივე შედგება შეხვედრა სტუმრად ჩამოსულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ლუკა ვოლონტესთან. ასევე, დაგეგმილია ბათუმში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩასვლაც.
XS
SM
MD
LG