Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა მექსიკის ყურეში ჩაღვრილ ნავთობთან დაკავშირებით ამერიკელებს მიმართავს


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს მექსიკის ყურეში ჩავა, სადაც დაახლოებით ორი თვის წინ დიდი რაოდენობის ნავთობის ჩაღვრის შედეგად ოთხი სამხრეთ ამერიკული შტატი დაზარალდა. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა იქ არსებულ ბუნებასა და ცხოველთა სამყაროს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იუწყებიან, ბარაკ ობამა მოინახულებს ალაბამას, მისისიპისა და ფლორიდას. ის ვაშინგტონში სამშაბათს დაბრუნდება, რის შემდეგაც ნაციონალური არხით ამერიკელ ხალხს მიმართავს და ისაუბრებს იმის შესახებ, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რათა დაძლიოს ის ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრამ გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შაბათს ბრიტიშ პეტროლიუმს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ის არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნას 48 საათის განმავლობაში მოითხოვდა.
XS
SM
MD
LG