Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვარი: ჰუმანიტარული მდგომარეობა სამხრეთ ყირგიზეთში უკიდურესად მძიმეა


როგორც წითელი ჯვარი იტყობინება, ჰუმანიტარული დახმარების კუთხით მდგომარეობა სამხრეთ ყირგიზეთში უკიდურესად რთულია. უკანაკსნელ დღეებში ეთნიკურად ყირგიზ და უზბეკურ დაჯგუფებებს შორის არაერთი სისხლიანი შეტაკების შედეგად მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. რუსეთმა ყირგიზეთში 150-მდე სამხედრო პირი გააგზავნა იმისათვის, რომ ჩრდილოეთ ყირგიზეთში არსებული საკუთარი საჰაერო ბაზა და იქ არსებული სამხედრო ტექნიკა დაიცვას. როგორც ოფიციალური რუსეთი იტყობინება, ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება სამხრეთ ყირგიზეთში სიტუაციის დასარეგულირებლად რუსული შეიარაღების გაგზავნის თაობაზე. როგორც ყირგიზეთის ჯანმრთელობის მინისტრი იტყობინება, უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში სისხლიანი შეტაკებების შედეგად 113 ადამიანი დაიღუპა და 1400 დაშავდა. როგორც ყირგიზეთში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები იტყობინებიან, მათ სახლების დატოვება და თავშესაფრის ძიება უწევთ იმისათვის, რომ შეიარაღებულ ყირგიზებს გადაურჩნენ.
XS
SM
MD
LG