Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღებულმა პალესტინელმა სამი პოლიციელი დაჭრა


როგორც ისრაელის პოლიცია იტყობინება, პალესტინელმა შეიარაღებულმა პირმა სამი პოლიციელი დაჭრა. პოლიციის სპიკერის განცხადებით, შეიარაღებულმა პირმა მაშინ გაუხსნა ცეცხლი პოლიციის ეკიპაჟს, როდესაც ისინი ქალაქ ჰებრონში გადაადგილდებოდნენ. ამ ეტაპისთვის პოლიციელებზე თავდასხმაზე არცერთ პალესტინურ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა. ორი პოლიციელი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
XS
SM
MD
LG