Accessibility links

logo-print

დღეიდან ახალგორის რუსულ საგუშაგოზე მხოლოდ ახალგორში ჩაწერილ პირებს გაატარებენ


დღეიდან ახალგორის რუსულ საგუშაგოზე მხოლოდ იმ მოქალაქეებს გაატარებენ, რომლებიც ახალგორში არიან ჩაწერილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგორის მოსახლეობამ აცნობა. "თუ ახალგორში არ ხარ ჩაწერილი და შესაბამისი ცნობა არ გაქვს, საგუშაგოზე არავის ატარებენ. ამის მიზეზად, რუსი ოკუპანტები, საზღვარზე შექმნილ ქაოსს ასახელებენ",- აღნიშნეს ახალგორელებმა. მათივე ინფორმაციით, პრობლემები იქმნება ქართული პოლიციის საგუშაგოზეც, სამშენებლო და სარემონტო მასალების გატარებისას. ბოლო დრომდე რუსული საგუშაგოს გავლით ახალგორში შესვლა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო, თუ მას რუსულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული პირადობის მოწმობის ასლები ექნებოდა.
XS
SM
MD
LG