Accessibility links

logo-print

ერაყის ახალი პარლამენტი დღეს პირველ სხდომაზე შეიკრიბა


ერაყის ახალი პარლამენტი დღეს პირველ სხდომაზე შეიკრიბა, სამ თვეში 7 მარტის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესი ჩიხში მოეცქა, რადგან ვერც ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ვერ შეძლო მმართველი კოალიციის შექმნა. პარლამენტის საინაუგურაციო სხდომა მთავრობის შექმნისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად არის მიჩნეული, თუმცა, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირა გავა, ვიდრე პოლიტკიური ძალები პრემიერ-მინისტრობის მათთვის მისაღებ კანდიდატზე შეთანხმდებიან. საპარლამენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა ყოფილ პრემიერ-მინისტრ იად ალაუის ალიანსმა, რომელიც სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის, მათ შორის სუნიტების მხარდაჭერით სარგებლობს. მაგრამ ალაუიმ ვერ მოაგროვა მმართველი კოალიციის შესაქმნელად საჭირო უმრავლესობა. უცნობი რჩება პარლამენტის თავმჯდომარის ვინაობაც - დეპუტატებს დღეს უნდა აერჩიათ თავმჯდომარე, მაგრამ ერთ-ერთი დეპუტატის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს მეტი დრო სჭირდებათ კონსულტაციებისთვის.
XS
SM
MD
LG