Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ძალადობამ 118 ადამიანი შეიწირა


ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ ცოტა, 118 ადამიანი დაიღუპა და 1600-მდე დაშავდა სამხრეთში ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის შეტაკებების შედეგად. ეს მონაცემები დაპირისპირების თითქმის ოთხ დღეს ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, უზბეკური უმცირესობის ათიათასობით წარმომადგენელი გაიქცა უზბეკეთში, რათა თავი აარიდოს ყირგიზების ბანდების თავდასხმებს. მათ ადამიანების დახოცვაში, ისევე როგორც უზბეკების კუთვნილი შენობებისთვის ცეცხლის წაკიდებაში ადანაშაულებენ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეფასებით, ვითარება სამხრეთ ყირგიზეთში „კრიტიკულ“ ზღარს მიუახლოვდა. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი შეშფოთებას გამოთქვამს შეტაკებების მასშტაბის გამო. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დღეს ლუქსემბურგში შეხვედრის დროს, თავშეკავებისა და დიალოგის განახლებისაკენ მოუწოდეს ყველა მხარეს. ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ რუსეთს მიმართა ძალადობისთვის ბოლოს მოღებაში დახმარების თხოვნით. რუსეთმა უკვე მიავლინა ყირგიზეთში საჰაერო-სადესანტო ბრიგადა კანტის საჰაერო ბაზაზე რუსეთის პერსონალის და აღჭურვილობის დასაცავად.
XS
SM
MD
LG