Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიის საპარლამენტო არჩევნებში სეპარატიზმის მომხრე პარტიამ გაიმარჯვა


ბელგიის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პარტიამ, რომელიც ფლანდრიის, ანუ ბელგიის ერთ-ერთი რეგიონის დამოუკიდებლობას ემხრობა. კვირის არჩევნების საბოლოო შედეგებით, ფლანდრიის ახალ ალიანსს ერგო სხვა პარტიებზე მეტი, 27 მანდატი სულ 150-ადგილიან პარლამენტში. პირველად არის, რომ პარტიამ, რომელიც ბელგიის დაშლას ემხრობა, ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა საყოველთაო არჩევნებში. პარტიის განცხადებით, ის ემხრობა ბელგიის გაყოფას ჰოლანდიურენოვან ფლანდრიად და ფრანგულენოვან ვალონიად, თუმცა მას, ამ არჩევნების შემდეგ მთავრობის შესაქმნელად, ვალონიურ პარტიებთან კოალიციაში შესვლა მოუწევს. ვალონიაში მანდატების უმრავლესობა სოციალისტებს ერგოთ და შესაძლოა, მათაც მიეცეთ მთავრობის შექმნის შანსი. ვარაუდობენ, რომ ახალ კოალიციაზე მოლაპარაკება რამდენიმე კვირა გასტანს.
XS
SM
MD
LG