Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა ირანი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებაზე მიიწვია


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის განცხადებით, მან მოლაპარაკებაზე მიიწვია ბირთვული პროგრამის საკითხებში ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი, საიდ ჯალილი. ჯალილის მიწვევის ფონს ქმნის ევროკავშირის მზადება ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციებისთვის, რომელთა მიზეზიც ბირთვული პროგრამაა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ლუქსემბურგში შეხვედრის დროს უნდა იმსჯელონ, რომელ სფეროებს მოიცავს სანქციები, რომლებსაც ხუთშაბათს, ბრიუსელის სამიტზე დაამტკიცებენ ევროკავშირის ლიდერები. ხოლო სანქციების დეტალებს მოგვიანებით დააზუსტებენ. გაეროს უშიშროების საბჭომ გასულ კვირაში დაამტკიცა სანქციების მორიგი, მეოთხე რაუნდი ეჭვის გამო, რომ ირანის ბირთვული პროგრამა იარაღის დამზადებას ემსახურება. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG