Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი გემებს აგზავნის ღაზის სექტორის დასახმარებლად


ირანის განცხადებით, მან კვირას გემი გააგზავნა ღაზის სექტორის დასახმარებლად და, ამავე მისიით, პარასკევს გააგზავნის კიდევ ერთ გემს. ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, ისრაელის უკმაყოფილებას გამოიწვევს მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ღაზის სექტორისაკენ ჰუმანიტარული დახმარებით მიმავალმა თურქულმა ფლოტილიამ სცადა ისრაელის საზღვაო ბლოკადის გარღვევა. 31 მაისს ისრაელმა ფლოტილიაზე განახორციელა რეიდი, რომლის დროსაც ცხრა თურქი აქტივისტი მოკლეს. ინციდენტი მკაცრად დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ. ისრაელი ირანს ადანაშაულებს ჰამასის (ღაზის მმართველი გასამხედროებული ისლამისტური ორგანიზაციის) სამხედრო მხარდაჭერაში, რასაც ირანი უარყოფს. ირანის რევოლუციური გვარდიის სარდლის მოადგილე, გენერალ ჰოსეინ სალამის განცხადებით, რევოლუციური გვარდიის წარმომადგენლები არ აპირებენ ღაზისაკენ მიმავალი გემების ესკორტს.
XS
SM
MD
LG