Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაკობაშვილი:ყირგიზეთში დაწყებული ეთნოწმენდა ცხინვალში განხორციელებული ეთნოწმენდის გაგრძელებაა


სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდგომი ვალდებულებები ყველა მხარემ უნდა შეასრულოს, თუმცა, რუსეთისგან პროგრესი ჯერჯერობით არ შეინიშნება. ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ მხარეთა მიერ ვალდებულებების შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ოკუპირებული ტერიტორიებისადმი სახელმწიფო სტრატეგიას, რომლის სამოქმედო გეგმაც მზად ორ კვირაში იქნება. ამ გეგმის რეალიზაციის პროცესში ევროსაბჭოს მონაწილეობა ჩავუშოღლუსა და იაკობაშვილის დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. დღესვე სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ დროა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ეთნოწმენდაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. იაკობაშვილის შეფასებით, ყირგიზეთში უზბეკების წინააღმდეგ დაწყებული ეთნოწმენდა სწორედ ცხინვალში განხორციელებული ეთნოწმენდის გაგრძელებაა.
XS
SM
MD
LG