Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობამ ყირგიზეთში, სულ ცოტა, 124 ადამიანი შეიწირა. გაერო ლტოლვილების დახმარებას იწყებს


ყირგიზეთის მთავრობის განცხადებით, სულ ცოტა, 124 ადამიანი დაიღუპა და 1700-მდე ადამიანი დაშავდა სამხრეთ ყირგიზეთში ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის შეტაკებების შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, ათითასობით ეთნიკურმა უზბეკმა მიაშურა მეზობელ უზბეკეთს, რათა თავი აარიდოს ყირგიზული ბანდების თავდასხმებს. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, ის დახმარებას აგზავნის უზბეკეთში. ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის განცხადებით, რომელიც უზბეკეთიდან გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, ლტოლვილების რიცხვი 75 000-ს აღემატება. მაგრამ უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა აბდულაჰ არიპოვმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ამ დროისთვის უზბეკეთში რეგისტრირებულია 45 000-მდე ზრდასრული ლტოლვილი. საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, არიპოვმა განაცხადა, რომ უზბეკეთი დღეს დახურავს ყირგიზეთთან საზღვარს. ყირგიზეთის დროებითი მთავრობა რუსეთს მიმართავს ძალადობისთვის ბოლოს მოღებაში დახმარების თხოვნით.
XS
SM
MD
LG