Accessibility links

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს პირველად ითამაშებს მოქმედი ჩემპიონი, იტალია


ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც სამხრეთი აფრიკა მასპინძლობს, დღეს ჰოლანდიის ნაკრებმა დაამარცხა დანიის გუნდი ანგარიშით 2:0, ხოლო იაპონიამ კამერუნის ეროვნული ნაკრები - 1:0. დღესვე გაიმართება კიდევ ერთი მატჩი - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, იტალიისა და პარაგვაის ნაკრებ გუნდებს შორის. სამხრეთ აფრიკაში 11 ივნისს გაიხსნა ფეხბურთელთა მე-19 მსოფლიო ჩემპიონატი. მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა 11 ივლისს გაირკვევა.
XS
SM
MD
LG