Accessibility links

აშშ საქართველოს ბირთვულ უსაფრთხოებაზე ზრუნავს


საქართველოს ბირთვული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატებისათვის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამის შესახებ დღეს, თბილისის აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის სახელმწიფო ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრატორმა თომას დაგოსტინომ. როგორც დაგოსტინომ აღნიშნა, საქართველომ თავდაცვის მეორე ფაზის პროგრამის ფარგლებში მიიღო შესაბამისი აღჭურვილობა და ბირთვული უსაფრთხოების დეტექტორები ყველა სასაზღვრო პუნქტზე განათავსა. ამავე პროგრამის ფარგლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 37 მლნ დოლარი გამოყო. პროგრამის ფარგლებში საქართველოს გადაეცა რადიაციის გამოსამჟღავნებელი აღჭურვილობა. ასევე, ამერიკელმა სპეციალისტებმა ტრენინგები ჩაუტარეს ქართველ მესაზღვრეებს. თომას დაგოსტინო ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საქართველოს შს სამინისტროს ხელმძღვანელობას. შეხვედრაზე განხილვის საგანი იყო ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობა.
XS
SM
MD
LG