Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, ყირგიზეთიდან ლტოლვილების რიცხვმა შესაძლოა, 100 000-ს გადააჭარბოს


გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, სამხრეთ ყირგიზეთში ეთნიკური ძალადობის გამო ლტოლვილებად ქცეულთა რიცხვმა მალე შესაძლოა, 100 000-ს გადააჭარბოს. ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ ცოტა, 170 ადამიანი დაიღუპა და 1700-ზე მეტი დაშავდა მას შემდეგ, რაც 10 ივნისს ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ძალადობამ იფეთქა. ეთნიკური უზბეკები და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების ზოგი წარმომადგენელი კი აცხადებენ, რომ დაღუპულების რიცხვი მეტია. გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა, მიროსლავ იენჩამ დღეს ბიშკეკში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უზბეკეთის ხელისუფლების მონაცემებით, საზღვრის უზბეკურ მხარეზე 75 000-მდე ლტოლვილი იმყოფება და რომ მათმა რიცხვმა მალე შესაძლოა, 100 000-ს გადააჭარბოს. იუწყებიან ასევე, რომ ეუთომ გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს კრიზისის მოგვარებას და დაძაბულობის რეგიონის სხვა ქვეყნებზე გავრცელების თავიდან აცილებას.
XS
SM
MD
LG