Accessibility links

ირანი „არასწორად და ალოგიკურად“ მიიჩნევს ევროკავშირის დამატებით სანქციებს


ირანის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა, რამინ მეჰმანპარასტმა დღეს „არასწორი და ალოგიკური“ უწოდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება ზომებზე, რომლებიც დაემატება ირანის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გასულ კვირაში დამტკიცებულ სანქციებს. მოსალოდნელია, რომ ლუქსემბურგში ორშაბათს შეთანხმებულ ზომებს მიმდინარე კვირაში დაამტკიცებენ ევროკავშირის სამიტზე. ორშაბათსვე ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა მოლაპარაკების განახლება შესთავაზა ბირთვული პროგრამის საკითხებზე ირანის დელეგაციის ხელმძღვანელს, საიდ ჯალილის. ირანის საგარეო უწყების პრეს-მდივნის თქმით, ეშტონმა ხელიდან გაუშვა „რამდენიმე შანსი, თუმცა მის შეთავაზებას მაინც განიხილავენ".
XS
SM
MD
LG