Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ყირგიზეთს მოუწოდებს, სწრაფად იმოქმედოს ეთნიკური ძალადობის აღსაკვეთად


გაერომ ყირგიზეთს მოუწოდა, სწრაფად იმოქმედოს და გადამწყვეტ ზომებს მიმართოს ქვეყნის სამხრეთში ეთნიკური ძალადობის აღსაკვეთად. ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უზენაესი კომისრის, ნავი პილაის განცხადებით, ადამიანებს ეთნიკური ნიშნის მიხედვით ხოცავენ და აუპატიურებენ. ყირგიზეთის ხელისუფლების განცხადებით, სულ ცოტა 176 ადამიანი იქნა მოკლული სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქებში, ოშსა და ჯალალაბადში ეთნიკური უზბეკების წინააღმდეგ მიმართული უკვე რამდენიმედღიანი ძალადობის შედეგად. თუმცა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეფასებით, მოკლულია რამდენიმე ასეული ადამიანი. გაეროს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ძალადობის გამო ყირგიზეთიდან მეზობელ უზბეკეთში გაქცეული ეთნიკური უზბეკების რიცხვმა შესაძლოა, მალე 100 000-ს გადააჭარბოს. გავრცელებული ცნობებით, უზბეკეთმა ისევ ჩაკეტა ყირგიზეთთან საზღვარი. "ფრანც პრესი" იუწყებოდა, რომ დღეს ოშში საარტილერიო ცეცხლის ხმა ისმოდა.
XS
SM
MD
LG