Accessibility links

ბელორუსია უარს ამბობს ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადიციაზე


ყირგიზეთის წარმომადგენლების განცხადებით, ბელორუსიამ ოფიციალურად თქვა უარი ყირგიზეთში ყოფილ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის ექსტრადიციაზე. როგორც ყირგიზეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე აზიმბეკ ბეკნაზაროვმა უთხრა ჩვენი რადიოს ყირგიზულ სამსახურს, ბელორუსიის ხელმძღვანელობის უარის მიზეზია, მისივე განმარტებით, ის გარემოება, რომ ბაკიევის ექსტრადიციის მოთხოვნა „პოლიტიკურად მოტივირებულია“. ბაკიევი 7 აპრილს გაიქცა ბიშკეკიდან, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე და აპრილის შუა რიცხვებიდან თავს აფარებს ბელორუსიას, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას მიწვევით. ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ მაისში მიმართა ბელორუსიას ბაკიევის ექსტრადიციის თხოვნით.
XS
SM
MD
LG