Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა და მოლდავეთმა უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკება დაიწყეს


ევროკავშირმა და მოლდავეთმა უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკება დაიწყეს. მოლაპარაკების თემაა ტექნიკური პრობლემები, რომლებიც მოლდავეთმა უნდა მოაგვაროს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დასამყარებლად. ევროკავშირის განცხადებით, განსახილველ საკითხებს შორის არის მოლდავეთის სასაზღვრო და მიგრაციის სისტემების მოყვანა ევროკავშირის წესებთან შესაბამისობაში. მოლდავეთი საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, უკრაინასთან და ბელორუსიასთან ერთად შედის ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში. ბრიუსელი სწორედ უვიზო რეჟიმს განიხილავს ერთ-ერთ მთავარ სტიმულად, რომელსაც აღმოსავლელ მეზობლებს სთავაზობს მათს მიერ ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესების მისაღწევად.
XS
SM
MD
LG