საპარლამენტო უმრავლესობის ორდღიანი სხდომა ბათუმში 15 ივნისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნა, მმართველ პარტიას 30 მაისის არჩევნებში ”მაღალი პროცენტებით” გამარჯვება მიულოცა და მას სამომავლო დავალებებიც მისცა. პრეზიდენტმა ილაპარაკა ბევრ საკითხზე, მათ შორის - ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე, ეკონომიკური განვითარების თავისებურებებზე, განათლების სფეროსა თუ კონსტიტუციაზე. შემდეგ კი სხდომა ერთობ უჩვეულო ფორმატში გაგრძელდა.
პრეზიდენტი სააკაშვილი უმრავლესობას აფრთხილებს, რომ ყველაზე ცუდი, რაც მას 30 მაისის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეიძლება დაემართოს, იქნება ”სარკის წინ თავმომწონეობა” და ”პოზის დაკავება”. ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინსვლა, - ამბობს პრეზიდენტი და, ტრადიციულად, ”პატარა” სინგაპურის მაგალითი მოჰყავს, რომელიც ჩინეთთან მწვავე დაპირისპირების ფონზე მხოლოდ და მხოლოდ სწრაფი ტემპებით განვითარებამ გადაარჩინა.
განვითარების სწრაფ ტემპებს პრეზიდენტი სააკაშვილი მმართველი ძალისგანაც მოითხოვს იმ რთულ ვითარებაში, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა კვლავ კრიზისშია, ხოლო ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს. აქვე რუსეთი მის მიერ ხასიათდება ქვეყნად, რომელსაც ”თავზე ხელაღებული, ცბიერი, მონღოლოიდური პოლიტიკური ძალა” მართავს.
განვითარება შიდაპოლიტიკურ არენაზე ხალხის მოთხოვნების კონტექსტში განიხილება. პრეზიდენტი ამბობს, რომ საკმარისია განვითარების ტემპი ცოტა შეანელო და ხალხი ეგრევე იწყებს უკმაყოფილების გამოხატვას და დასჯას... აქედან პრეზიდენტის დასკვნა ასეთია:”ჩვენს ხალხს უნდა ან ძალიან კარგი მთავრობა ან მთავრობა ძალიან არ მოსწონს”... და ეს, მისი თქმით, ძალიანაც სამართლიანი მიდგომაა:
”ჩვენ ამ რეფორმების შეჩერების ფუფუნება არ გვაქვს... აი, როგორც ველოსიპედზე რომ დაჯდები (და ამას წინათ ნახეთ, ჩვენი კანდიდატები, გიგის მეთაურობით, ველოსიპედით როგორ დასრიალებდნენ თბილისში და მეც მაკრიტიკებენ ხშირად, რომ მიყვარს ველოსიპედზე ჯდომა...), მაგრამ ველოსიპედზე როცა შეჯდები, კი, უფრო შორს წახვალ, ვიდრე ფეხით როცა მიდიხარ, მაგრამ პედლებს როგორც კი შეაჩერებ, მაშინვე ჩამოვარდები... ზუსტად ასეთ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა...”
პრეზიდენტი სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ველოსიპედი კარგად მიდის და ”ქართული რეფორმები აბსოლუტურად უნიკალურია მსოფლიოსთვის.” ამის დასტურად მას მოჰყავს მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება საქართველოს წარმატებების შესახებ საგანგებო წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება კონსტიტუციას, პრეზიდენტი ამბობს, რომ თავს შეგნებულად იჭერდა შორს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრისგან, რომ მისთვის ზეგავლენის მოხდენის მცდელობა არ დაებრალებინათ. თუმცა ახალი კონსტიტუციის მისამართით სააკაშვილს ერთი მთავარი მოთხოვნა აქვს, კერძოდ, ის, რომ ”საქართველოში იყოს ყველა შემთხვევაში ძლიერი ხელისუფლების ცენტრი, მაგრამ, ამავე დროს, იყოს ხალხის ყოველდღიური კონტროლი ამ ხელისუფლების ცენტრის და პირდაპირი მონაწილეობა ქვეყნის მართვაში.” პრეზიდენტი თვლის, რომ ”ეს ნამდვილად არ არის უტოპია.”
შემდეგ იყო ლაპარაკი განათლების სფეროს ნაკლოვანებებზე. თურმე მიხეილ სააკაშვილს ვერავინ აუხსნა, მაგალითად, რატომ დაიხურა მათემატიკური სკოლები ვიღაცის ”ხუშტურების გამო” და რატომ აღარ ტარდებოდა მათემატიკური ოლიმპიადები. განათლების სფეროს მესვეურებისგან ის ბოლო პერიოდში მეტად დაუფასებელი პროფესიის - ინჟინრის პროფესიის - განსაკუთრებულ პატივისცემას ითხოვს.
ეკონომიკური განვითარების პროცესზე საუბრისას კი პრეზიდენტმა გამოიტანა დასკვნა, ”კიდევ კარგი, რუსეთმა თავის დროზე გამოგვიცხადა ემბარგო”... რადგანაც შარშან, სწრაფი ეკონომიკური ვარდნის ფონზე, საქართველოს ”სრული ეკონომიკური კოლაფსი” არ ასცდებოდაო. მაგრამ, ამავე დროს, მთლიანად ”ევროზონაზე ჩამოკიდება”, სადაც ასევე დიდი პრობლემებია, იქნებოდა არასწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან, - მიაჩნია მას. პოლიტიკური კუთხით, საქართველო, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ვექტორს ინარჩუნებს, თუმცა ეკონომიკური კუთხით საჭიროა დივერსიფიკაცია და მზერა ამ კონტექსტში აღმოსავლეთისკენაც არის მიპყრობილი:
”ჩინეთთან უნდა გვქონდეს ბევრად ინტენსიური კავშირები, აზიასთან უნდა გვქონდეს ბევრად ინტენსიური კავშირები... ეკონომიკური ინტეგრაცია მიმდინარეობს თურქეთთან და ეს კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს... ახლო აღმოსავლეთში არიან ჩვენი ბუნებრივი პარტნიორები ეკონომიკის განვითარების კუთხით... ამერიკასთან თავისუფალ ვაჭრობაზე დავიწყეთ ლაპარაკი. ამერიკის ეკონომიკა ბევრად უფრო ჩქარა ამოდის კრიზისიდან და უნდა გავაგრძელოთ ამ თემებზე მუშაობა... ბრაზილიასთან უნდა ვიმუშაოთ... ასევე ინდოეთთან, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა დღეს, ინვესტიციების კუთხით, და ქვეყანა, რომელთანაც ბევრი კულტურული პარალელი გვაქვს... ”
შემდეგ აღმოსავლეთთან ქართველების ისტორიული და კულტურული კავშირების განმარტება პრეზიდენტმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს, აღმოსავლეთმცოდნე კონსტანტინე ფერაძეს მიანდო, რომელიც თურმე XVII-XIX საუკუნეებში ქართველი მამლუქების მოღვაწეობას იკვლევს. ფერაძე უმრავლესობის წარმომადგენლებს ტრიბუნიდან უხსნიდა ქართველების მოღვაწეობას, მაგალითად, ჩრდილოეთ აფრიკაში - ტუნისში, ლიბიასა თუ ალჟირში:
”ტუნისში იყო ქართველი ფაშა ჰასან-ბეი, რომლის დედაც იყო ქართველი, რომელიც ქართულ გარემოცვაში გაიზარდა, რომლის მინისტრების უმრავლესობაც ქართველი იყო... დაახლოებით 1790-იან წლებში ტუნისის მმართველი ელიტა ქართულ ენაზე საუბრობდა...”
ამ ტიპის მაგალითები აღმოსავლეთმცოდნე კონსტანტინე ფერაძემ 15 ივნისს კიდევ მრავლად მოიყვანა უმრავლესობის გასვლით სხდომაზე ბათუმში. თუმცა პრეზიდენტმა ექსპერტს მაინც შეახსენა ზოგიერთი რამ. მაგალითად, ერაყის სულთანი - დაუთ-ფაშა.
ფერაძის შემდეგ სხდომის ტრიბუნა ვერა ქობალიამ დაიკავა, კანადიდან დაბრუნებულმა ქართველმა, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს დევნილების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას - ”კოალიცია სამართლიანობისთვის”. მისი გამოსვლის პროცესში გაირკვა, რომ საქართველოში დევნილების რაოდენობა ზუსტად არავის დაუთვლია. თუკი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, 252 ათასი დევნილია აღრიცხული, ხოლო გაერო 294 ათასზე ლაპარაკობს, ვერა ქობალიას მარტივი გათვლით, ჯერ მარტო აფხაზეთიდან დევნილების რიცხვი დაახლოებით 500 ათასს შეადგენს.