Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბოდიში მოიხადა ჩრდილოეთ ირლანდიაში „სისხლიანი კვირის“ მკვლელობებისთვის


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ბოდიში მოიხადა „სისხლიან კვირად“ წოდებულ დღეს, 1972 წლის 30 ივნისს ჩრდილოეთ ირლანდიაში მომხდარი მკვლელობებისთვის და მათ „გაუმართლებელი“ უწოდა. კამერონმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც 1972 წელს ლონდონდერიში ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ 13 სამოქალაქო პირის დახოცვას ასახავს. კამერონის განცხადებით, არც ერთი მოკლული შეიარაღებული არ ყოფილა და ჯარისკაცებს ისინი არ გაუფრთხილებიათ სროლის დაწყებამდე. 5000-გვერდიანი ანგარიში არის შედეგი 12-წლიანი გამოძიებისა, რომელიც 190 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი დაჯდა. საქმე ეხება ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ და ძვირადღირებულ გამოძიებას.
XS
SM
MD
LG