Accessibility links

logo-print

ბრაზილიელ ფეხბურთელებს ჩრდილოეთკორეელთა დამარცხება გაუჭირდათ


სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე 15 ივნისს სამი მატჩი გაიმართა. F ჯგუფში ფრედ (1:1) ითამაშეს სლოვაკეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებმა გუნდებმა. ასევე ფრედ, ოღონდ ანგარიშით 0:0, დამთავრდა G ჯგუფის შეხვედრა პორტუგალიისა და სპილოს ძვლის ნაპირის ნაკრებებს შორის. ამავე ჯგუფში ბრაზილიელებმა მინიმალური სხვაობით სძლიეს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ გუნდს - 2:1.
XS
SM
MD
LG