Accessibility links

logo-print
დღეს Bloomsday-ა, მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმული ლიტერატურული დღესასწაული ზეიმი, რომელიც ერთ კონკრეტულ წიგნს, ჯეიმს ჯოისის “ულისესა” და უფრო კონკრეტულად კი, მის მთავარ გმირს, ლეოპოლდ ბლუმს ეძღვნება.

"ულ­ი­ს­ეს” ქა­ლ­აქს, დუბლინს დღესაც ათასობით ტუ­რი­ს­ტი ეწ­ვევა, ბევრს ივლიან ქა­ლა­ქ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რ­ად ტუ­რი­ს­ტ­თა­თ­ვ­ის და­ბე­ჭ­დი­ლი რუ­ქე­ბ­ით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბ­ი, დალევენ ბლომად "გი­ნე­სს”, გასინჯავენ ბლუმის საყვარელ კერძს, თირკმელების მოტაფულს, დაესწრებიან სპექტაკლებსა და კინოპრემიერებს, წაიკითხავენ ნა­წყ­ვე­ტ­ებს რომანიდან...

ამ დღე­სა­ს­წა­ულს ჯე­იმს ჯო­ი­ს­ის თა­ყ­ვა­ნი­ს­მ­ცე­მ­ლე­ბი უკ­ვე რა­მ­დე­ნი­მე ათ­ე­უ­ლი წელია აღ­ნი­შ­ნა­ვ­ენ და მა­ს­ზე მხო­ლ­ოდ ლი­ტე­რა­ტუ­რ­ის მო­ყ­ვა­რუ­ლე­ბი რო­დი იკ­რი­ბე­ბი­ან. ჯო­ი­ს­ის, კა­რ­გი ირ­ლა­ნ­დი­უ­რი პო­რ­ტე­რი­სა თუ მა­მა­პა­პუ­რი ვი­ს­კ­ის მუ­შ­ტ­რე­ბი, რო­გ­ორც წე­სი, დი­ლა­უ­თე­ნია ად­გე­ბი­ან გზას და 7-8 სა­ა­თი­ს­თ­ვ­ის ქა­ლა­ქ­ის სა­მ­ხ­რე­თ­ით, 8 მი­ლ­ის და­შო­რე­ბ­ით (სა­ნ­დი­კო­უ­ვ­ში) მდე­ბა­რე მა­რ­ტე­ლ­ოს კო­შ­კ­თ­ან იყ­რი­ან ხო­ლ­მე თავს. ეს ნაგებო­ბა 1804 წელს ააშ­ე­ნ­ეს ნა­პო­ლე­ო­ნ­ის შე­მო­სე­ვი­სა­გ­ან ქა­ლა­ქ­ის და­სა­ცა­ვ­ად და აქ ერთ დროს თა­ვ­ად ჯო­ი­ს­იც ცხო­ვ­რო­ბ­და. სწო­რ­ედ ეს ად­გი­ლი ით­ვ­ლე­ბა "ულ­ი­ს­ეს" გე­ო­გ­რა­ფი­ის პი­რ­ვ­ელ პუ­ნ­ქ­ტ­ად და პი­რ­ვე­ლი "ბლუ­მ­ს­დე­იც" აქ და­ი­წყო, 1954 წელს, რო­მა­ნ­ში აღ­წე­რი­ლი მო­ვ­ლე­ნე­ბ­ის 50 წლი­ს­თა­ვ­ზე.

ჯეიმს ჯოისი
რა­მ­დე­ნი­მე მწე­რა­ლი და ჯო­ი­სო­მა­ნი (ჯონ რა­ი­ა­ნი, ენ­ტო­ნი კრო­ნი­ნი, მა­ილს ნა გო­პა­ლი­ნი, პა­ტ­რ­იკ კა­ვა­ნა და ტომ ჯო­ი­სი), მსუ­ბუ­ქი სა­უ­ზ­მ­ის შე­მ­დ­ეგ, კო­შ­კი­დ­ან ქა­ლ­აქს გა­ე­შუ­რა და მცი­რე თა­ვ­გა­და­სა­ვ­ლე­ბ­ის შე­მ­დ­ეგ თა­ვი­ა­ნ­თი ოდ­ი­სეა "ოლ­დ­ბე­ი­ლ­ის” ბა­რ­ში და­ა­ს­რუ­ლა. ამ­ის შე­მ­დ­ეგ, ყო­ვ­ელ წელს, ენ­თუ­ზი­ა­ს­ტ­თა ჯგუ­ფე­ბი წი­გ­ნ­ის სა­ლო­ნე­ბ­სა და პა­ბე­ბ­ში იკ­რი­ბე­ბო­დ­ნ­ენ და "ულ­ი­ს­ეს” ცა­ლ­კე­უ­ლი თა­ვე­ბ­ის კი­თხ­ვ­ით "და­ჰ­ყ­ვე­ბო­დ­ნ­ენ” თა­ვი­ანთ სა­ყ­ვა­რ­ელ პე­რ­სო­ნ­აჟს; თა­ნ­და­თა­ნო­ბ­ით Bloomsday-ს "პრო­გ­რა­მა” ახ­ალ-ახ­ა­ლი პრო­ე­ქ­ტე­ბ­ით ივ­სე­ბო­და, დღე­ო­ბა­ში სულ უფ­რო მე­ტი უცხო­ე­ლი იღ­ე­ბ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბ­ას და დუ­ბ­ლი­ნ­ის გა­რ­და მსო­ფ­ლი­ოს ბევრ სხვა ქა­ლა­ქ­შ­იც მი­ა­გე­ბ­დ­ნ­ენ პა­ტ­ივს ბლუმ-ოდ­ი­ს­ევსს, ხმა­მა­ღ­ლა კი­თხუ­ლო­ბ­დ­ნ­ენ მი­სი ყა­რი­ბო­ბ­ის ამ­ბ­ავს.

დუ­ბ­ლი­ნ­ში კი ხა­ლ­ხ­მ­რა­ვ­ლო­ბა ო`კო­ნე­ლ­ის ქუ­ჩა­ზე იწყე­ბო­და, ცე­ნ­ტ­რა­ლუ­რი ფო­ს­ტ­ის შე­ნო­ბა­ს­თ­ან. აქ ის­ი­ნი იკრიბებოდნენ, რო­მ­ლე­ბ­მiც "ბლუ­მ­ს­დეი უოქ­ინგ ტუ­რ­ში” ირებდნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბ­ას. ეს ად­ა­მი­ა­ნე­ბი, ჯერ, რო­გ­ორც წე­სი, დე­ი­ვი ბა­რ­ნ­ის პა­ბ­ში შე­ი­ს­ვე­ნე­ბ­დ­ნ­ენ, თი­თო ჭი­ქა ბუ­რ­გუ­ნ­დი­უ­ლი­თა და სე­ნ­დ­ვი­ჩე­ბ­ით გა­ი­მა­გ­რე­ბ­დ­ნ­ენ გულს და გზას გა­ა­გ­რ­ძე­ლე­ბ­დ­ნ­ენ ჰა­რი­სო­ნ­ის რე­ს­ტო­რ­ნი­ს­კ­ენ, სა­დ­აც 1904 წელს (რო­მა­ნ­შ­იც ხომ სწო­რ­ედ 1904 წლის 16 ივ­ნი­სია უკ­ვ­და­ვ­ყო­ფი­ლი, ჯო­ი­სი­სა და მი­სი მო­მა­ვა­ლი მე­უ­ღ­ლ­ის, ნო­რ­ას პი­რ­ვე­ლი პა­ე­მ­ნ­ის დღე), თუ­რ­მე, კა­რ­გი სუპით უმ­ა­ს­პი­ნ­ძ­ლ­დე­ბო­დ­ნ­ენ სტუ­მ­რ­ებს.

ვი­ს­აც "ულ­ი­სე” აქვს წა­კი­თხუ­ლი, მე­რ­ვე, ლე­ს­ტ­რი­გო­ნე­ბ­ის თა­ვ­იც გა­ა­ხ­სე­ნ­დე­ბა მთე­ლი თა­ვი­სი სუ­პ­ის სუ­რ­ნე­ლე­ბი­თა და ახ­ლა­დ­გა­მო­მ­ცხ­ვა­რი ფუ­ნ­თუ­შე­ბ­ის ცხე­ლი ოხ­ში­ვ­რ­ით. ბლუ­მ­ს­დე­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბ­ს­აც ამ კე­რ­ძე­ბ­ით უმ­ა­ს­პი­ნ­ძ­ლ­დე­ბი­ან ხო­ლ­მე და ზედ თი­თო ქაფქაფა პაი­ნ­ტ­ს­აც აყოლებინებენ.

ბლუ­მ­ს­დე­ი­სა­დ­მი მი­ძღ­ვ­ნი­ლი ავ­ტო და მო­ტო რბო­ლე­ბ­ის, ფო­ტო­გა­მო­ფე­ნე­ბ­ის, ჯო­ი­ს­ის "ცო­ლო­უ­რ­ის” მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სა და სხვა მრა­ვა­ლი ღო­ნი­ს­ძი­ე­ბი­სა თუ ღვი­ნი­ს­ძი­ე­ბ­ის გა­რ­და ერ­თი ძა­ლ­ზე მნი­შ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ა­ხ­ლეა დუ­ბ­ლი­ნ­სა და მთელ მსო­ფ­ლი­ო­ში. სა­ქ­მე ის გა­ხ­ლ­ავთ, რომ უკ­ა­ნა­ს­კ­ნე­ლი რა­მ­დე­ნი­მე წლის მა­ნ­ძი­ლ­ზე "ულ­ი­ს­ეს” კი­თხ­ვ­ის სა­ჯა­რო სე­ა­ნ­სე­ბი მსო­ფ­ლი­ოს ყვე­ლა კო­ნ­ტი­ნე­ნ­ტ­ის ქა­ლა­ქე­ბ­ში იმ­ა­რ­თე­ბა (აფ­რი­კ­ის, ავ­ს­ტ­რა­ლი­ის, ლა­თი­ნუ­რი ამ­ე­რი­კი­სა და იაპ­ო­ნი­ის ქა­ლა­ქე­ბ­ის ჩა­თ­ვ­ლ­ით). 1998 წელს სე­ა­ნ­სე­ბი პი­რ­ვე­ლ­ად იყო ტრა­ნ­ს­ლი­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რ­ნე­ტ­ის ქსე­ლ­ით და იგი რე­ა­ლუ­რი დრო­ით მი­მ­დი­ნა­რე­ო­ბ­და. ქსე­ლუ­რი Bloomsday-ს პრო­ე­ქ­ტი "Irish Times”-ს ეკ­უ­თ­ვ­ნ­ის და მას სპო­ნ­სო­რო­ბ­ას უწ­ე­ვ­დ­ნ­ენ იმ ირ­ლა­ნ­დი­უ­რი ვი­ს­კე­ბ­ის მწა­რ­მო­ე­ბ­ლე­ბი, რო­მე­ლ­თა სა­ხე­ლ­წო­დე­ბე­ბ­შ­იც ჯო­ი­სი­სე­უ­ლი სი­მ­ბო­ლი­კა ფი­გუ­რი­რე­ბ­და.

რამდენიმე წლის წინ, თუ არ ვცდე­ბი, "დღე” მე­ლ­ბუ­რ­ნ­ში და­ი­წყო და ლოს ან­ჯე­ლე­ს­ში და­ს­რუ­ლ­და, თა­ვ­ად აქ­ცი­ამ კი რო­მა­ნ­ის ტე­ქ­ს­ტ­ის დე­და­მი­წ­ის გა­რ­შე­მო მო­გ­ზა­უ­რო­ბ­ის სა­ხე მი­ი­ღო. თა­ნ­აც, კი­თხ­ვ­ის ყო­ვე­ლი სე­ა­ნ­ს­ის დრო ირ­ლა­ნ­დი­უ­რი იყო და მთლი­ა­ნო­ბა­ში, ბლუ­მ­ის დუ­ბ­ლი­ნ­ში მო­გ­ზა­უ­რო­ბ­ის 24 სა­ა­თი შე­ა­დ­გი­ნა. ამ­გ­ვა­რ­ად, ქსე­ლ­ის მე­შ­ვე­ო­ბ­ით რო­მა­ნ­ის მთა­ვა­რ­მა გმი­რ­მა, ლე­ო­პ­ოლდ ბლუ­მ­მა დღე-ღა­მ­ის გა­ნ­მა­ვ­ლო­ბა­ში შე­მო­ი­ა­რა მსო­ფ­ლიო ისე, რომ დუ­ბ­ლ­ინს არც გა­ს­ცი­ლე­ბია, ტე­ქ­ს­ტ­ში მო­ნი­შ­ნუ­ლი დრო კი პი­რ­ვე­ლ­ად და­ე­მ­თხ­ვა კი­თხ­ვ­ის რე­ა­ლ­ურ დროს. ზო­გი­ე­რ­თ­მა იხ­უ­მ­რა კი­დ­ეც, სწო­რ­ედ ქსე­ლია ის "იდ­ე­ა­ლუ­რი მკი­თხ­ვე­ლი”, რო­მე­ლ­ზ­ეც ჯე­იმს ჯო­ი­სი ოც­ნე­ბო­ბ­დაო.

იმ­ე­დია, ბლუ­მ­ს­დეი არ­ა­ს­დ­რ­ოს და­ს­რუ­ლ­დე­ბა. მო­მა­ვ­ალ წელს კი მა­რა­თო­ნ­ში უფ­რო მე­ტი ქა­ლა­ქი ჩა­ე­რ­თ­ვე­ბა, ვი­დ­რე გა­ს­ულ წლე­ბ­ში იყო და, ვინ იც­ის, იქ­ნ­ებ ზო­გი­ე­რ­თ­მა და­უ­ზა­რე­ლ­მა თბი­ლი­სე­ლ­მა მთე­ლი დღეც მი­უ­ძღ­ვ­ნ­ას XX სა­უ­კუ­ნ­ის სა­უ­კე­თე­სო ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვ­ან რო­მა­ნ­ად აღ­ი­ა­რე­ბუ­ლი ნა­წა­რ­მო­ე­ბ­ის მო­ს­მე­ნ­ას.


კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG