Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ალიანსი საქართველოსთვის" შემავალი პარტიები ურთიერთობის ახალ რეჟიმზე გადადიან


"ალიანსი საქართველოსთვის" შემავალი პარტიები ურთიერთობის ახალ რეჟიმზე გადადიან. აღნიშნულის შესახებ "ალიანსის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წუხელ, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში, გადაცემა "ბარიერში" განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ "ალიანსში" შემავალი პარტიები ერთმანეთთან ალიანსურ ურთიერთობაში აღარ იქნებიან. მისი თქმით, ალიანსში შემავალმა პარტიებმა საინტერესო ერთი წელი განვლეს. "ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ ისეთი პოლიტიკური მანქანა ვერ ჩამოყალიბდა, როგორიც გვინდოდა", – განაცხადა ალასანიამ და ხაზი გაუსვა, რომ ალიანსში შემავალმა პარტიებმა საკუთარი პარტიული რესურსების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს.
ალასანიას თქმითვე, ალიანსში შემავალი პარტიები ერთმანეთთან კორდინაციაში იქნებიან, მაგრამ აღარ იმუშავებენ მჭიდრო ალიანსურ რეჟიმში.
XS
SM
MD
LG