Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა „სუფთა ენერგიის“ შესახებ მოწოდებით გამოდის


აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობი იმის შეხსენებაა, რომ იაფი და ადვილად მოსაპოვებელი ნავთობის დღეები დათვლილია. სამშაბათს საღამოს, სატელევიზიო გამოსვლაში ობამამ თქვა, მექსიკის ყურეში მიმდინარე ტრაგედიამ კონგრესს ბიძგი უნდა მისცეს, რათა ნაბიჯები გადაიდგას „სუფთა ენერგიის“ მომავლისკენ, როდესაც შემცირდება ამერიკის დამოკიდებულება ნავთობსა და სხვა მინერალურ საწვავზეო. ობამამ ნავთობის ჩაღვრის ფაქტი „ეპიდემიას“ შეადარა და განაცხადა, ამას ყველა საშუალებით შევებრძოლებით, რაც უნდა დიდი ხანი დასჭირდესო. დღეს მოგვიანებით ობამა ბიპის ხელმძღვანელობას უნდა შეხვდეს. გამოსვლაში პრეზიდენტმა უკვე აღნიშნა, რომ მათ ნავთობის ჩაღვრით დაზარალებული პირებისთვის კომპენსაციების გასაცემი ფონდის დაარსებას სთხოვს.
XS
SM
MD
LG