Accessibility links

logo-print

თურქეთის ფლოტილიის ორგანიზატორები ღაზაში კიდევ გაგზავნიან გემებს


თურქეთში განთავსებულმა პრო-პალესტინურმა ჯგუფმა დღეს განაცხადა, რომ მომავალ თვეში ღაზას კიდევ ერთ დახმარების ფლოტილიას გაუგზავნის. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების და ჰუმანიტარული დახმარების ფონდმა (IHH-მ) ევროპის პარლამენტის წევრებს უთხრა, რომ შემდეგი ფლოტილიისთვის ექვსი გემი გაამზადა - და სხვებს მოუწოდა, კამპანიას შეუერთდნენ. 31 მაისს ამ ორგანიზაციის ღაზისაკენ მიმავალ ფლოტილიაზე ისრაელის ჯარმა იერიში მიიტანა, დაიღუპა 9 ადამიანი. შემდეგი ფლოტილია ივლისის მეორე ნახევარში უნდა გაემგზავროს. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების და ჰუმანიტარული დახმარების ფონდმა საერთაშორისო მედიას მოუწოდა შემოწმებულ იქნას გემების მთელი ტვირთი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამით „აბსოლუტური გამჭვირვალობის მიმართ ერთგულების დემონსტრირება“ სურს. ისრაელი აცხადებს, რომ ორგანიზაციას მუსულმან ექსტრემისტებთან აქვს კავშირი - რასაც თავად ორგანიზაცია უარყოფს.
XS
SM
MD
LG