Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციიის ერთი ნაწილი მიუნხენში კონსულტაციებს მართავს


მიუნხენში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის, ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის, ”დაიცავი საქართველოს” ლიდერის ლევან გაჩეჩილაძისა და ტელეკომპანია ”მაესტროს” ერთ-ერთი მმართველის ეროსი კიწმარიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სარწმუნო წყარომ აცნობა. სავარაუდოდ, კონსულტაციის თემაა ახალი ოპოზიციური ერთობის შექმნაა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეროსი კიწმარიშვილმა დაადასტურა ასეთი შეხვედრის ფაქტი, თუმცა განაცხადა, რომ იგი მიუნხენში „სხვა დღის წესრიგით“ მუშაობს. როგორც ცნობილია, ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლების შეცვლის მექანიზმს მძლავრ ოპოზიციურ გაერთიანებასა და კოორდინირებულად მოქმედებაში ხედავს. 10 ივნისს ოქრუაშვილმა და ნოღაიდელმა ერთობლივი განცხადებაც კი გაავრცელეს, სადაც სწორედ ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციასა და გაერთიანებაზე საუბრობდნენ.
XS
SM
MD
LG