Accessibility links

logo-print

პირველი სენსაცია მსოფლიო ჩემპიონატზე: შვეიცარიამ დაამარცხა ესპანეთი


სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ორი შეხვედრა გაიმართა H ჯგუფში. სენსაცია მოხდა დურბანში, სადაც შვეიცარიის ეროვნულმა გუნდმა სძლია ევროპის ჩემპიონს, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტს, ესპანეთის ნაკრებს - 1:0. ჩილეს ნაკრებმა ამავე ანგარიშით (1:0) დაამარცხა ჰონდურასის გუნდი. A ჯგუფში ურუგვაელებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს ჩემპიონატის მასპინძლების, სამხრეთაფრიკელების კარში - 3:0.
XS
SM
MD
LG