Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მთავრობის მომხრე გასამხედროებული ფორმირების ლიდერი მოკლეს


ერაყში სუნიტური გასამხედროებული ორგანიზაციის ლიდერი მოჰამედ ალ ჰამდანი დაიღუპა ბაღდადის დასავლეთში მოხდარი აფეთქების შედეგად. პოლიციისა და მედპერსონალის თქმით, ბომბი, რომელმაც მთავრობის მომხრე გასამხედროებული ჯგუფის ლიდერი მოკლა, ხოლო მისი დაცვის წევრები დაჭრა, - მანქანაზე იყო მიკრული და იგი აბუ ღრაიბის რაიონში გადაადგილებისას აფეთქდა. სუნიტური გასამხედროებული ჯგუფი, რომელსაც აღორძინების საბჭო ჰქვია, მთავრობის მხარეზე მეამბოხეთა წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG