Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანია „ბი-პი“ 20 მილიარდ დოლარს გაიღებს


კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმი“ სულ მცირე 20 მილიარდ დოლარს გადაიხდის სპეციალურ ფონდში, რომელიც შეიქმნება იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რაც მექსიკის ყურეში ნავთობის ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის შედეგად წარმოიქმნა. ამის თაობაზე თეთრ სახლში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შედეგებზე საუბრისას. „ბი-პის“ თავკაცმა კარლ-ჰენრიკ სვანბერგმა განაცხადა, რომ კომპანია ყველა ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს, მათ შორის მონაწილეობას მიიღებს იმ ზარალის სალიკვიდაციო სამუშაობშიც, რომელიც ბუნებას მიადგა. მან ასევე გაამჟღავნა გადაწყვეტილება, რომ არ გადაუხადოს დივიდენდები კომპანიის აქციონერებს.
XS
SM
MD
LG