Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სამიტზე, სავარაუდოდ, მიემხრობიან წესებს საბერძნეთის მსგავსი კრიზისის გამეორების თავიდან ასაცილებლად


ბრიუსელში მიმდინარეობს ევროკავშირის სამიტი, რომელზეც მოსალოდნელია საფინანსო სფეროში წესების გამკაცრება, რათა თავიდან იქნეს აცილებული საბერძნეთის კრიზისის გამეორება. ამავე დროს სამიტზე, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ გადასახადის დაწესებას ბანკებისთვის, მომავალი კრიზისების შემთხვევაში ფულის გადასახდელად. შიშობენ, რომ ესპანეთი, რომელსაც ევროკავშირში სიდიდით მეხუთე ეკონომიკა აქვს, საბერძნეთის მაგალითს მიბაძავს და ევროკავშირს სთხოვს დახმარებას საფინანსო პრობელმებთან გასამკლავებლად, მაგრამ ევროკავშირის ლიდერებმა ეს არაერთხელ უარყვეს და განაცხადეს, რომ სამიტის დღის წესრიგში არ დგას ესპანეთის ეკონომიკის საკითხი. დღევანდელ სამიტზე მოსალოდნელია ახალი სანქციების დამტკიცება ირანის წინააღმდეგ, მისი ბირთვული პროგრამის გამო. საქმე ეხება უფრო მკაცრ ზომებს, ვიდრე ითვალისწინებს სანქციები, რომლებიც გასულ კვირაში დაამკტიცა გაეროს უშიშროების საბჭომ.
XS
SM
MD
LG